მკვლელობა თბილისში

ორი ადამიანის მკვლელობით დასრულდა დაპირისპირება, რომელიც სავარაუდოდ, ბიზნესწილებს უკავშირდებოდა. შემთხვევა თბილისში, კოსტავას ქუჩაზე გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა, ერთი ადამიანი კი შენობიდან გადმოხტა და გაქცევას შეეცადა. დღეს დილით გაირკვა, რომ დაღუპულებთან ერთად, არიან დაჭრილებიც, რომლებიც სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაკავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.