მკვლელობა თბილისში

მკვლელობა თბილისში.

ქვემო ფონიჭალაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი კვების ერთ-ერთ ობიექტში იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.

შელაპარაკება, სავარაუდოდ, მყიდველსა და გამყიდველს შორის მოხდა. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მომხდარზე გამოძიება გრძელდება.