ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პარალელურად, ზომები გამკაცრდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში. დილის 6 საათიდან ჩაკეტილია სოფელ გეტა. დასახლებაში, სადაც რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.
ტერიტორიაზე სპეციალისტები მუშაობენ და დამატებით, შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები ტარდება.
სულ კი ამ დროისთვის, სოფელ გეტაში 13 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 38-მდე გაიზარდა დადასტურებული შემთხვევები სოფელ მუშევანში.