მიწისძვრის შედეგები იაპონიაში

იაპონიაში მილიონზე მეტი აბონენეტი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქვეყანაში ძლიერი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან. გრძელდება დაშავებულების ძებნა-გადარჩენის ოპერაციაც.

ბოლო მონაცემით სტიქიას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება 26 ადამიანი.