ჩრდილოეთ ოსეთში, საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით, ღამის პირველი საათისთვის, საზღვრიდან ცხრა კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიძლიერემ ოთხი მაგნიტუდა შეადგინა.