ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წმენდაურში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
მოქალაქეებთან შეხვედრამდე ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო თათბირი, იმსჯელეს მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე და პრობლემების მოგვარების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. ადმინისტრაციულ ერთეულებში დილიდან მიმდინარეობს ონის მერის წარმომადგენლებისა და შესაბამისი სამსახურების მიერ თემებში ზარალის დათვლის სამუშაოები.