მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა გრძელდება. ამის შესახებ პირველ არხთან საუბრისას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა. ის ამბობს, რომ 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე მოთხოვნა მიწის რეგისტრაციაზე გაზრდილია და ყოველდღიურად საჯარო რეესტრს 3500-დე მოქალაქე აკითხავს.
ახალი პროექტის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაზე მთელი რიგი ბარიერები მოიხსნა.
რეფორმა. რომელიც 2018 წლის 1 ივლისამდე მოქმედებს, სავარაუდოდ, გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრი მიწის დარეგისტრირების მსურველებს საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში ეხმარება.