შეხვედრა აჭარის იუსტიციის სახლში

იუსტიციის მინისტრმა აჭარის რეგიონის ოფისების თანამშრომლებთან, უწყებაში მიმდინარე პროექტები და არსებული გამოწვევები განიხილა. საუბარი ძირითადად სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის დაგეგმილ აქტივობებს შეეხო. ბათუმში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, იუსტიციის სახლის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის და აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.