შეღავათებით ისარგებლებენ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მოიჯარეები.
იჯარით გაცემული მიწების გამოსყიდვა ფერმერებს 25%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ. გადაწყვეტილება 2 000-მდე მოიჯარეზე ვრცელდება. შეთავაზების მიზანი სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მიწების დამუშავების გააქტიურება და ინვესტორების დაინტერესებაა. მთავრობაში აღიარებენ, რომ, მიწის შესყიდვის პროცედურის გამარტივების მიუხედავად, მაღალი ფასის გამო მოთხოვნა მაღალი არ იყო.