პენიტენციური დაწესებულება დატოვა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით მსჯავრდებულმა პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მირზა სუბელიანმა. მას პენიტენციურ დაწესებულებასთან ნათესავები და ახლობლები დახვდნენ.
მირზა სუბელიანი 2018 წლის 9 ივნისს დააკავეს. ის სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დაფარვისთვის დამნაშავედ ცნო და ერთი წლით და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მირზა სუბელიანს დღეს გათავისუფლების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია.