მინისტრობის კანდიდატებს პარლამენტში მოუსმინეს 

პარლამენტმა მთავრობის მომავალ ეკონომიკურ გუნდს მოუსმინა.

მომავალი წლის პრიორიტეტებზე საუბრის დროს ეკონომიკის, ფინანსთა, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატებმა განსაკუთრებული აქცენტი პანდემიით დაზარალებული სფეროების მხარდაჭერაზე გააკეთეს. გაჟღერდა რამდენიმე ახალი ინიციატივაც. დეპუტატების კითხვები ძირითადად ეკონომიკის სტიმულირების პროგრამებს და დაზარალებული ბიზნესისთვის საშეღავათო პირობებს ეხებოდა. დაისვა კითხვები ანაკლიის პორტზე, აქტუალური იყო ნამახვანჰესის პროექტიც. ექვსაათიანი მოსმენის შემდეგ მინისტრობის ოთხივე კანდიდატს ხუთმა კომიტეტმა მხარდაჭერა გამოუცხადა.