მინისტრობის კანდიდატების მოსმენა

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს. მიხეილ ჩხენკელმა და ეკატერინე ტიკარაძემ პრიორიტეტებზე ისაუბრეს და დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციაზე, პანდემიის პირობებში მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოებაზე, კლინიკების გაძლიერებაზე.

დეპუტატები დაინტერესდნენ, რამდენად არის დაცული სკოლებში უსაფრთხოება და ასევე, როგორია ცოდნის მიღების ხარისხი დისტანციური სწავლების პირობებში. მინისტრობის კანდიდატების მოსმენა ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, რომ ფაიზერის ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები არსებობს, მაგრამ წლის პირველ კვარტალში ქვეყანა ფაიზერის ვაქცინის დაგეგმილ დოზებს მიიღებს.

მოამბე