საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურას დღეს კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. სხდომას კანდიდატები არ დაესწრნენ. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს მიზანშეუწონლად მიაჩნია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატების წარმოდგენა, ვიდრე არ გაუქმდება 18 სექტემბრის ბრძანება და ბანკის გარშემო ვითარება არ გამოსწორდება. სწორედ ამიტომ, გიორგი მსხილაძის თქმით, პრეზიდენტს კანდიდატების უკან გაწვევა სურდა, რასაც კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, კანდიდატების უკან გაწვევის მექანიზმი არ არსებობს.