სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ცნობილი გახდა, რომ ე. წ. გადასასვლელები სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგოს გაუქმებამდე არ გაიხსნება. ბიბილოვმა ამის შესახებ, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ე. წ. გადასასვლელები თითქმის ოთხი თვეა ჩაკეტილია, რის გამოც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული მდგომარეობა უმძიმესია. მინისტრის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი მოსახლეობას ყველა სახის ჰუმანიტარულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს უზღუდავს და პრობლემის აღმოსაფხვრელად ყველა ფორმატი იქნება გამოყენებული.