საქართველოს მთავრობის წევრები მოქალაქეებს აღდგომას ულოცავენ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ახლა თითოეული მოქალაქის ქმედება გადამწყვეტია.
მილოცვას ავრცელებს ეკონომიკის მინისტრიც. ნათია თურნავა საზოგადოებას ჯანმრთელობას უსურვებს და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
მოქალაქეებს დღესასწაულს ულოცავენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ განათლების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებიც.