მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება
ორი დღის წინ მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დასადგენად გამოძიება გრძელდება. პარალელურად, ტყიბულში მოკვლევას სპეციალური ჯგუფი აწარმოებს. მინდელის სახელობის შახტში შემთხვევის ადგილი შრომის ინსპექტორებმა და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებმა დაათვალიერეს.
ჯგუფის წარმომადგენელს “მოამბის” ჟურნალისტი ირმა ჭოლაძე ესაუბრა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვიერთდება – რა ინფორმაცია მიიღეს ჯგუფის წევრებმა შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად.