ბათუმში გაერთიანებული ოპოზიცია სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ითხოვს – ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი კირთაძე და „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე აცხადებენ, რომ ბათუმში მეორე ტურის გაყალბების შესახებ მტკიცებულებები აქვთ და აპირებენ ეს ინფორმაცია ყველა ზევით ჩამოთვლილ ორგანიზაციას მიაწოდონ. მათი თქმით, მმართველი გუნდი საკრებულოს უმრავლესობის მოპოვებას ცდილობს. ისინი გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს იხსენებენ და გამოძიებაზეც საუბრობენ. ოპოზიციის თქმით, გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის.