„ლელოს“ განცხადება

პარტია „ლელოში“ აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის გარემოცვას ქვეყანაში სანქცირებული ნავთობი შემოაქვს.

საკითხზე ბრიფინგი პარტიის ლიდერებმა, საბა ბუაძემ და ირაკლი კუპრაძემ გამართეს. მათი განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალში სანქცირებული ნავთობკომპანია „ლუკოილის“ ტონობით ნედლი ნავთობია განთავსებული. „ლელოში“ ამბობენ, რომ ნავთობი საქართველოში აზერბაიჯანულმა კომპანიამ შემოიტანა. „ლელოს“ წევრები პრემიერ-მინისტრს აღნიშნულ საკითხზე განმარტებას სთხოვენ.

დატოვე კომენტარი