რამდენიმე საათის განმავლობაში ნაწილობრივ პარალიზებული იყო სატრანსპორტო მოძრაობა ბათუმში.
მიკროავტობუსის მძღოლებმა მუშაობაზე უარი თქვეს და ამ ფორმით ქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი კონკურსის პირობები გააპროტესტეს.
გაფიცვის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ ტექნიკური დათვალიერების და სამარშუტო ხაზების ოპტიმიზაციის შემდეგ მათი ნაწილი სამსახურის გარეშე დარჩება.
ქალაქის მთავრობასთან დღეს შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
მძღოლების შემდგომი სამოქმედო გეგმა ახლა ბათუმის მერთან დაგეგმილ შეხვედრაზეა დამოკიდებული.