გამოშვებას კიევში არსებული ვითარებით ვიწყებთ.
უკრაინის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით, ოპოზიციის ლიდერებმა მოქალაქეებს აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.
ქალაქის ცენტრში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სანდრა რულოვსმაც. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დროებითი მოთავსების იზოლატორთანაც მივიდნენ, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება.
სავარაუდოდ ხვალ, კიევის სასამართლო მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
როგორია ოპოზიციის გეგმები და რა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პროკურატურა?
გურამ როგავა კიევიდან.