აქცია-მსვლელობა თბილისში

გვიან ღამით დასრულდა დედაქალაქში მორიგი აქცია. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თავისუფლების მოედანსა და დედაენის ბაღში შეიკრიბნენ და მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაემართნენ. ისინი კვლავაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ეწინააღმდეგეებიან და აქციებისას დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.