არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა

12:40, 25.04.2024

არასამთავრობო სექტორმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ევროკავშირის ოფისთან განცხადება გააკეთეს და წერილი შეიტანეს მოთხოვნით – მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტპატიმრის სტატუსი და გათავისუფლდეს. მათი თქმით, სააკაშვილისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების თაობაზე რეზოლუციის შექმნა აუცილებელია. მათ წერილს ხელი ადგილზევე მოაწერეს. აგრეთვე, ევროკავშირის ოფისთან შეკრებილების თქმით, უნდა დასანქცირდნენ კონკრეტული პირები, ვინც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლიან. წერილის ავტორები ფიქრობენ, რომ ისინი საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს გამოხატავენ.

მსგავსი