გადმოსცემს თუ არა ოფიციალური კიევი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს

გადმოსცემს თუ არა ოფიციალური კიევი მიხეილ სააკაშვილს საქართველოს?! ქართული მხარის მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ძალაში რჩება. მას ბრალი 4 საქმეზე, დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

ამ თემაზე ცოტა ხნის წინ მთავარ პროკურატურაში დამატებითი განმარტებები გაკეთდა. რაზე საუბრობს საგამოძიებო უწყება “მოამბესთან” ინტერვიუში, ამას გიორგი კობერიძე გვეტყვის – რა განაცხადეს პროკურატურაში, ჰქონდათ თუ არა მათ კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან უკვე წუხანდელი ღამის, სააკაშვილის დაკავების შემდეგ?