იური გრიმჩაკი - სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკური ფიგურა არ არის
იური გრიმჩაკი - სააკაშვილი უკრაინაში პოლიტიკური ფიგურა არ არის

მიხეილ სააკაშვილი აპარტიდია, ადამიანი მოქალაქეობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი პოლიტიკური ფიგურა არ არის.

„ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ აქვს და არავის აქვს უფლება, ომის დროს მოქალაქეებს მოუწოდოს, სახელმწიფო სისტემა დაამხონ, ის კი ამას აკეთებს. ამასთან, რამდენადაც მახსოვს, ჩვენი გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ის ამას უკრაინიდან გაქცეულების ფულით აკეთებს“, – აცხადებს იური გრიმჩაკი.