მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების პირველ დიპლომატებს მიმართავს
ოფიციალური თბილისი ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის საგანგებო განცხადების მოლოდინშია.
ვენაში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრებს მართავს.
რამდენიმე წუთში მიხეილ ჯანელიძე მინისტერიალზე სიტყვით გამოვა და ეუთო-ს წევრი სახელმწიფოების პირველ დიპლომატებს მიმართავს.
ქართული დელეგაციის მთავარი აქცენტი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება.
ქეთევან ქარდავა თემის დეტალებით.