ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი ხელმოწერილია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა. ჯო ბაიდენმა ნატო-ში მოკავშირეებსაც მოუწოდა, პროტოკოლის ხელმოწერის პროცესი არ გააჭიანურონ. ამერიკის შეერთებული შტატები 23-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც შვედეთისა და ფინეთის პროტოკოლს ხელი მოაწერა. შვედეთმა და ფინეთმა ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ნატო-ში 18 მაისს შეიტანეს.

დატოვე კომენტარი