მიხეილ ბატიაშვილი პირველ სამუშაო დღეს მიხეილ ჩხენკელსა და მიხეილ გიორგაძეს შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პირველ სამუშაო დღეს მიხეილ ჩხენკელსა და მიხეილ გიორგაძეს შეხვდა. საუბარი შეეხო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიმართულებების განვითარების ხედვებს, სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიას, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება და ოთხივე მიმართულებით ხელშესახებ წარმატებას უზრუნველყოფს.