ჯაზფესტივალი ბათუმში

16:05, 28.07.2023

ბათუმი შავი ზღვის რიგით 16-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს – საკონცერტო პროგრამას პროექტი „სოულ თრეინი“ გახსნის. მუსიკალური პროექტის წევრები უკვე საქართველოში არიან და სცენაზე პირველ რეპეტიციას გადიან. ბენდის რეპერტუარი მოიცავს ისეთი ლეგენდარული შემსრულებლების მუსიკის ინტერპრეტაციებს, როგორებიც არიან არეტა ფრანკლინი, ჯეიმს ბრაუნი, სტივი უანდერი, ოტის რედინგი.

ჯაზფესტივალი ბათუმში 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

მსგავსი