პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტისა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. ისაუბრეს სასახლის ისტორიაზე, სასახლეში მცხოვრებ ბოლო ოჯახისა და მისი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ელისაბედ ორბელიანის შესახებ. ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს, დღეს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად, რეაბილიტირებული სასახლის დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.