შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში

რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს პრეზიდენტის ინიციატივას და შეხვედრას ათონელის სასახლში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ნაწილი იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ შერიგების პროცესი წინაპირობებით ვერ დაიწყება. ოპოზიციის ერთი ნაწილი მოლაპარაკებებში ჩართვას გეგმავს. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ შერიგება მხოლოდ სამართლიანობაზე შეიძლება დაფუძნდეს.

როგორია პოლიტიკოსების შეფასებები და რა მოლოდინი აქვთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში – მანანა დევაძეა თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში.