აქცია პრეზიდენტის სასახლესთან

მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის სასახლესთან აქცია იმართება. ინიციატორია „ნაციონალური მოძრაობა“ და „პლატფორმა სააკაშვილის გათავისუფლებისთვის“. შეკრებილების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს აქვს შესაძლებლობა, არსებული დაძაბული ფონი შერიგების პოლიტიკით შეცვალოს. აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტს მათთან შეხვედრა მოსთხოვეს.