უნივერსიტეტის ქუჩა ყვავილების მაღაზიების მეპატრონეებმა გადაკეტეს. მოვაჭრეები მთავრობის შეზღუდვებს აპროტესტებენ. მათი თქმით, ისინი დღიურ შემოსავლებზე არიან დამოკიდებულები და მაღაზიების დაკეტვას არ აპირებენ. ადგილზე უკვე მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც საავტომობილო მოძრაობა აღადგინეს. ამ ეტაპზე სავაჭრო ობიექტები კვლავ ღია რჩება. უნივერსიტეტის ქუჩის პროტესტს კოლმეურნეობის მოედანზე მოვაჭრე მეყვავილეებიც უერთდებიან.