ვაშლიჯვარში მცხოვრები მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას და დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის ჩამოყალიბებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს პეტიცია და განცხადება გავრცელდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯგუფში უნდა გაწევრიანდნენ ქართველი და საერთაშორისო დამოუკიდებელი გეოლოგები და ასევე ვაშლიჯვრის მოსახლეობის წარმომადგენლები. მთავარი მიზანია, რომ ლისის ქედის დეტალური გამოკვლევა მოხდეს.
მოამბე