მეწყრული პროცესები მთიან აჭარაში

სტიქია აჭარაში.

რეგიონის მთიან ნაწილში მეწყრული პროცესები გააქტიურდა. საქართველოში, გეოლოგიურად ყველაზე არამდგრადი რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში მეწყერის ათეულობით შემთხვევაა დაფიქსირებული, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს. უსაფრთხო ადგილებში ქირით უკვე ორასამდე ოჯახია გადაყვანილი, ეს რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. სრულ განსახლებას საჭიროებს შუახევში სოფელი ბუთურაული. გეოლოგების თქმით, მეწყრული პროცესების შეჩერება შეუძლებელია და ერთადერთი გამოსავალი მოსახლეობის განსახლებაა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სტიქიის გააქტიურებას წელს გაზაფხულზე თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამაც შეუწყო ხელი. აჭარის მთავრობამ დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად 10 მილიონი ლარი გამოყო.

მერაბ წულუკიძის და გოგა გახარიას რეპორტაჟი.