მეწყრული პროცესები თბილისში

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული პროცესების შესახებ შუალედურ დასკვნას აქვეყნებს.

ინსტიტუტის დასკვნის მიხედვით, მეწყერი დინამიკაშია მოსული. როგორც ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ამბობს, ერთ-ერთი რეკომენდაცია დამეწყრილი სხეულის სავარაუდო გზაზე მოხვედრილი მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანაა.