მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო, ამ დრომდე დაკეტილია ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელი გზა. მიმდინარეობს წინასწარ დასკვნაზე მუშაობა. პროცესში გეოლოგები და ექსპერტები არიან ჩართულები. პირველადი დასკვნის შემდეგ გაიცემა რეკომენდაციებიც.