ექსპერტების დასკვნა ლისის გზის მეწყრულ პროცესზე

ლისი-მუხათწყარო-მსხალდიდისა და ნაფეტვრების დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება ატმოსფერული ნალექის ინტენსივობის გაზრდამ გამოიწვია. ასეთია სპეციალისტების დასკვნა ვიზუალური დათვალიერების შემდეგ. პარალელურად, აღნიშნულ საკითხზე სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მუშაობენ.

საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, კონკრეტული სამშენებლო კომპანია საინჟინრო პროექტს შეიმუშავებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. მანამდე კი საავტომობილო გზა ისევ ჩაკეტილი იქნება. მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული, დავით ნოზაძე აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

დატოვე კომენტარი