ლისის მცხოვრებლების მოთხოვნა

სოფელ ლისის, მუხათწყაროსა და წოდორეთის მცხოვრებლები სასმელი და სარწყავი წყლის სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოები, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ერთ მილიონამდე თანხა გამოიყო, დაიწყო, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. საკითხი ცნობილია მცხეთის მერიისთვისაც. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, მუნიციპალიტეტს პრობლემის სრულად აღმოფხვრისათვის ფინანსები არ აქვს და ახლა დახმარებისათვის ცენტრალურ მთავრობას მიმართა.

მერის ინფორმაციით, საკითხზე მოლაპარაკებები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ ერთად მიმდინარეობს.

მოამბე

დატოვე კომენტარი