მეწყრული პროცესები

ვაშლიჯვარში არსებული მეწყრული პროცესების გააქტიურებაზე საუბრობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი. თეა გოდოლაძის ინფორმაცით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერი დინამიკაშია, გაჩნდა ახალი ნაპრალები. მისი თქმით, წერტილოვნად ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოები მეწყრული მასის მთლიან სხეულს ვერ უშველის.

ვაშლიჯვარში არსებულ ვითარებას წერილობით გამოეხმაურნენ თბილისის მერიაში. მერიაში ამბობენ, რომ ვაშლიჯვარში არსებულ მეწყრულ ზონაში ახალი ნაპრალები არ შეინიშნება, არსებობს ძველი ნაპრალები, რომელიც თიხით იყო შევსებული, რაც თოვლის და წვიმის ზემოქმედებით გადაირეცხა, და საჭიროებს შევსებას. მერიის ინფორმაციით, მეწყრული ფერდი მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის და ამ ეტაპზე ცვლილებას არ განიცდის.