მეწყრული არეალი თბილისში 

საშიში ზონა თბილისში.

მეწყერი დაიძრა მაჭავარიანის ქუჩის მარჯვენა ფერდზე, რომელიც ნუცუბიძის პლატოს და ვაშლიჯვარს აკავშირებს. მოსალოდნელი რისკების გამო ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ჩაკეტეს. გეოლოგების ჯგუფი ახლა საველე სამუშაოებს ატარებს, ოთხ დღეში მათ გერმანელი და ავსტრიელი კოლეგებიც შეუერთდებიან, რომლებმაც მერიას საფრთხეების გასანეიტრალებლად კონკრეტული სქემა უნდა შესთავაზონ. გადაწყვეტილება და ზომები დროულად არის მისაღები, რადგან მეწყრული პროცესების გააქტიურების საფრთხე მაღალია. ბუნებრივი პროცესები თუ გარე ჩარევები: ფერდობზე მეწყერის დაძვრის მიზეზებზე სპეციალისტებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად მეწყერსაშიში ზონის ქვემოთ ახალი გზის მშენებლობა და ფერდობის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანება სახელდება, რასაც მერიაში არ ადასტურებენ.