მეწყერსაშიში ზონები ჭიათურაში

მეწყერმა პრობლემები ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც შექმნა.

ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 25 ადგილი. ახალ საცხოვრებელში უკვე გაყვანილია 7 ოჯახი, სამი კი მოლოდინის რეჟიმშია. მუნიციპალიტეტში მუშაობას განაგრძობენ გეოლოგები. მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერი ორი წლის წინათაც გააქტიურდა, გამოვლინდა საფრთხის შემცველ ზონაში მცხოვრები 120 ოჯახი. 51 უკვე დაკმაყოფილდა კომპენსაციით, თუმცა ოჯახების ნაწილი მამაპაპისეულ სახლს მაინც არ ტოვებს.

ირმა ჭოლაძე და დავით ლორთქიფანიძე დეტალებით.