კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. კოლუმბიის პრეზიდენტმა შემთხვევას ტრაგიკული უწოდა და თქვა, რომ მთავრობა მოსახლეობას ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს. რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, მეწყერის ქვეშ რჩება. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, სამაშველო პროცესს ძლიერი წვიმა უშლის ხელს.