მეწარმე ქალების პროდუქციის პირველი მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა საქართველოში. ღონისძიებაში მონაწილეობა მთელი ქვეყნიდან 100-მდე მეწარმე ქალმა მიიღო. ექსპოზიციის ფარგლებში, მათ საკუთარი პროდუქცია წარადგინეს, რომლის შეძენაც სტუმრებს ადგილზე შეეძლოთ.
ჩატარდა მეწარმე ქალებისთვის საგანმანათლებლო სესიები და პრაქტიკული მასტერკლასები. გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.