მეუფე შიო: უნდა შეიმეცნო უფალი და იცხოვრო ღვთის სიყვარულით

„უნდა შეიმეცნო უფალი და იცხოვრო ღვთის სიყვარულით”- ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვაზე პატრიარქის მოსაყდრე შიომ იქადაგა. მეუფე შიომ ტაძარში შეკრებილ მრევლს ილია მეორის ლოცვა-კურთხევა გადასცა და მათ უფლის გზით სიარულისკენ და სიკეთის კეთებისკენ მოუწოდა.