ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ფოთის საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა ჩაატარა და მოგვიანებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მეუფემ მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების აკრძალვის საკითხზეც ისაუბრა. ჟურნალისტების შეკითხვაზე – მეუფე პეტრეს განყენების შემდეგ, მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერება, არის თუ არა აღნიშნული პროცესის გაგრძელება, – მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მას არ სურს ისეთი კომენტარის გაკეთება, რომელიც ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. მისი განცხადებით, სამართლიანი სასამართლო ნებისმიერი ადამიანის უფლებაა.