მეუფე გრიგოლის განცხადება

„ნებისმიერ ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება, თუნდაც პროტესტის გამოთქმის უფლება, უბრალოდ პროტესტის გამოთქმის კულტურაში ალბათ მოვიკოჭლებთ“, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებს ფოთის საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ასეთ დროს მეტი თავშეკავებაა საჭირო. მეუფე გრიგოლი იმედს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოში კარგად იქნება გამოკვლეული და შესწავლილი ყველა ის ადამიანი, ვინც ქრისტიანობის საპირისპიროდ ცუდად იქცეოდა.

„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა