„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა

გარდაიცვალა „ტვ პირველის“ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისს, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი გახდა. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დროისთვის უცნობია – მიმდინარეობს ექსპერტიზა.

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე ძალადობის ფაქტზე, 8 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

მოამბე