ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე

5 ივლისს, მედიაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის ბრალდებულია პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმაში. გამოძიება 1987 წელს დაბადებულ მამაკაცს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნისა და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ედავება.

მედიაზე თავდასხმის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი. გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.