მეუფე დამიანეს სამოქალაქო პანაშვიდი

სამთავისის ამაღლების ტაძარში მეუფე დამიანეს სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გუშინ გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ეპისკოპოს დამიანეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი ღარიბაშვილი სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის მრევლს, ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.