მეთიუ მილერის განცხადება

მიმდინარე აქციებს ეხმაურება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი. „ღრმად შეწუხებულები ვართ იმ ქმედებების გამო, რაც ხორციელდება მათ წინააღმდეგ, ვინც აპროტესტებს კანონპროექტს“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ. მისივე თქმით, იმისთვის, რომ აშშ-მა ითანამშრომლოს საქართველოსთან, საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს კურსი. „მე ყოველთვის ვაფასებ პოლიტიკის ვარიანტებს, რომლებსაც გთავაზობთ ამ ბრიფინგზე. ჩვენ ნათლად ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა და გავაგრძელებთ ამის ნათლად თქმას. ამ მომენტში წინასწარ არ განვიხილავ რაიმე ქმედებებს, რომლებიც შეიძლება, განვახორციელოთ“. აღნიშნა მილერმა.